ჰიმალაის მთებში, ევერესტზე ასვლის დროს ორი ალპინისტი დაიღუპა. გარდაცვლილები ინდოელი და ფილიპინელი მთამსვლელები არიან. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, მთამსვლელები სხვადასხვა დღეს დაიღუპნენ. მათი ინფორმაციით, 45 წლის, ფილიპინელი ალპინისტი ოთხშაბათს დაიღუპა, როდესაც ის მწვერვალზე ასასვლელად ემზადებოდა.
ინდოელი მთამსვლელი დაიღუპა ხუთშაბათს, 8849 მეტრის სიმაღლეზე, როდესაც ის მწვერვალიდან უკან ბრუნდებოდა.
ცნობისთვის, ახლა ევერესტზე ასვლის საგაზაფხულო სეზონია, რომელიც მარტში დაიწყო და მაისის ბოლოს დასრულდება.