„საცოდაობა ტრიალებს…“ – ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა ცნობილია

ქობულეთის შემოვლით გზაზე, უმძიმეს ავარიაში დაღუპული 4 ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია. ავტოსაგზაო შემთხვევას ლაშა ქირია, თაკო შულაია, ლიზი გერგედავა და მარიამ დოხნაძე ემსხვერპლნენ.

ახალგაზრდები ზუგდიდიდან იყვნენ.

დაშავდა მეორე მანქანაში მყოფი სამი ადამიანი, რომლებიც ქობულეთის კლინიკებში გადაიყვანეს.

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა 20 აგვისტოს მოხდა.

ავარიის შედეგად ორივე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

საინტერესოა

სიახლეები