ბოლო-რამდენიმე დღეა, გონიო-კვარიათის ჯგუფში დამსვენებლები წერენ, რამდენიმე სასტუმროს კანალიზაცია სავარაუდოდ, ზღვაზეა დაერთებული. მათივე თქმით, სანაპიროზე აუტანელი სუნია, ზღვა კი ფეკალიებით არის სავსე.
ზღვიდან შესაბამისი ფოტო-ვიდეო მასლა გავრცელდა. შეამწუხებელი და აუტანელი სუნის შემდეგ მოქალაქეებმა გარემოს დაცვის სამსახურს მიმართეს.
ერთ-ერთი დამსვენებლი ვერონიკა კვერნაძეა, რომელიც გვიყვება, რომ გონიოში ისვენებდა და უკვე რამდენიმე დღეა მცირეწლოვან შვილთან ერთად კლინიკაში იმყოფება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ამბობენ, რომ მთელი ამ კვირის განმავლობაში აქტიურად აწარმოებენ მონიტორინგს და რამდენიმე ოქმიც არის შედგენილი.
„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, გონიოს მოსახლეობა უსიამოვნო (მათი თქმით, კანალიზაციის) სუნის გამო ხშირად გამოთქვამს წუხილს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანმშრომლები მთელი ამ კვირის განმავლობაში აქტიურად აწარმოებენ მონიტორინგს და რამდენიმე ოქმიც არის შედგენილი.
წყარო : Palitravideo.ge