რუსთავში დაკარგული მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს

რუსთავში დაკარგული მოზარდი, რევაზ დათაშვილი გარდაცვლილი იპოვეს.

საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, 16 წლის მოზარდის ცხედარი მაშველებმა მდინარე მტკვარში ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდიდან 3 კილომეტრის დაშორებით იპოვეს.

ცხედარი უკვე პროზექტურაშია გადასვენებული.

მოზარდის საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვარში 15 სექტემბერს დაიწყო.

წყარო

საინტერესოა

სიახლეები