ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა საფრანგეთის ჩემპიონატი გამარჯვებით გახსნა.
პარიზელებმა სტუმრა დნანტი მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს.
შეხვედრის ერთადერთი გოლი ვიტინიამ გაიტანა.
ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგო სკამზე იყო და მოედანზე 78-ე წუთზე ჩაერთო.
სტატისტიკურმა გვერდმა Sofascore-მა კვარაცხელიას 6.6 ქულა დაუწერა.
პსჟ-ს რიგებიდან საუკეთესო შეფასება გოლის ავტორმა მიიღო. ვიტინიას კარგი მატჩი ჰქონდა და 8.9 ქულაც დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ ამ მატჩი კვარაცხელიას მსგავსად ძირითადი შემადგენლობის დიდი ნაწილი სათადარიგო სკამზე იყო და ლუის ენრიკემ ლიდერები მეორე ტაიმიდან ათამაშა.