ლიკა შენგელიას სახელსა და გვარს ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ქართულ მედიასა თუ სოციალურ ქსელში ხშირად წააწყდებით – მას და ტელეწამყვან სალომე გოგიაშვილს შორის არსებულმა კონფლიქტმა სერიოზული სახე მიიღო: ფეისბუკზე გამოქვეყნებული წერილებისა თუ ვიდეოების მეშვეობით, მათ ამ კონფლიქტის დეტალებზე საჯაროდ ისაუბრეს. ლიკა შენგელიამ სალომე გოგიაშვილს, მეუღლეზე ეჭვიანობის საფუძველზე, ფიზიკურ ძალადობაში, კერძოდ, თავის არეში ბლაგვი საგნის, სავარაუდოდ, ჩაქუჩის ჩარტყმაში დასდო ბრალი. სალომე გოგიაშვილმა ამ განცხადებას ცრუ ბრალდება უწოდა და ცილისწამებისთვის სასამართლოში ჩივილი გადაწყვიტა.
ამ ხმაურიანი ამბის შემდეგ ლიკა შენგელია ფოტოებს ზღვის სანაპიროდან აქვეყნებს. ვრცელ წერილში, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა და ამ დროისთვის მის გვერდზე აღარ იძებნება, წერდა, რომ ამის შემდეგ ასეთ მძიმე კადრებს აღარ გააზიარებდა: “მაპატიეთ ეს მძიმე სურათები, ამის შემდეგ ლამაზ სურათებს დავდებ ზღვიდან”.