სამწუხარო ინფორმაცია – ცნობილი ქართველი ექიმი გარდაიცვალა

ცნობილი ექიმი შადიმან სახვაძე გარდაიცვალა. მისი ქალიშვილი, ქეთუსია სახვაძე სოციალურ ქსელში მამის გარდაცვალებას ემოციური სიტყვებით გამოეხმაურა.

როგორც ის წერს, მამა არ იყო მხოლოდ მშობელი – ის მისთვის საუკეთესო მეგობარი და ცხოვრების ეტალონი გახლდათ:

„გუშინ ჩემს ცხოვრებაში უმძიმესი და უსევდიანესი დღე იყო,  ჩემი მამიკო, რომელიც ჩემთვის ყველაფრის ეტალონი იყო აღარ მყავს. 

ძალიან ძნელია, როცა მშობელს კარგავ, მაგრამ უფრო ძნელი როცა ამავდროულად საუკეთესო მეგობარსაც. ისიც ყველამ კარგად ვიცით თუ რა ღვაწლი ჰქონდა მას ქართული მედიცინის წინაშე არა მხოლოდ როგორც გენიალურ ექიმს, არამედ როგორც ძალიან მაგარ ლექტორსა და მასწავლებელს, რომელმაც უკვე რამდენიმე თაობას გადასცა დაუნანებლად თავის ცოდნა ყველას დიდი მადლობა, ვინც ასეთ რთულ დროს გვერდში დაგვიდექით, გვამხნევებდით და გვგულშემატკივრობდით.  სამწუხაროდ, ძალიან ცოტა დრო გვერგო მის გადასარჩენად და ალბათ ასეთია ღვთის ნება. თუმცა მაინც მამხნევებს ის ფაქტი, რომ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ ,- დაწერა სოციალურ ქსელში ქეთუსია სახვაძემ.

საინტერესოა

სიახლეები