ექიმი გინეკოლოგი, მადონა ჯუღელი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს უზიარებს ხოლმე. მან ამჯერად გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ქალებს რამდენიმე რჩევას აძლევს, რომლებიც ზაფხულში უნდა გაითვალისწინონ:
„მოგცემთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც დაგიცავთ ზაფხულში პრობლემებისაგან ზღვის სეზონის დროს:
1. როდესაც წავალთ მთაში ან ზღვაზე, გირჩევთ წაიღოთ დუშ-გელი, რომლის მჟავე ტუტოვანი ბალანსი არის 4 ან 4,5. თქვენი გარეგანი სასქესო ორგანო დაცული იქნება სიმშრალისგან, ნახეთქებისგან და ბაქტერიებისგან.
2. ნუ ვიფიქრებთ, რომ ზღვაში შესვლა განაპირობებს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შეძენას. ეს მითია, უბრალოდ გამოვიცვალოთ სველი ტანსაცმელი, რადგანაც სიცხე, ტენი და სისველე ხელს უწყობს ჩვენივე პათოგენური ბაქტერიების გამრავლებას.
3. მიაქციეთ ყურადღება და ნაკლებად მიიღეთ მარტივი ნახშირწყლები – შაქარი, ტკბილეული, ცომეული. ამით თავიდან აირიდებთ ბაქტერიების გავრცელებას, როგორიცაა პირობით პათოგენი და სოკო. მიიღეთ მაწონი და კეფირი. რადგან ჩვენივე ბაქტერიები კარგ პირობებში იყვნენ და თავიდან ავიცილოთ ზემოთ აღნიშნული ინფექციები.
4. ჩვენ ვიცავთ არასასურველი ორსულობისგან თავს და ამისთვის ვიღებთ ჰორმონალურ ორალურ კონტრაცეპტივს, ეს არ იცავს სქესობრივად გადამდები ინფექციისაგან ორგანიზმს. მნიშვნელოვანია პრეზერვატივის გამოყენება.
5. მნიშვნელოვანია, როცა კანს ვიტენიანებთ და თან მზისგან დამცავს ვისვავთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ინტიმური ნაწილი. რადგან დიდი პროცენტი კანითა და ლორწოვანი გარსით არის წარმოდგენილი, მას სჭირდება დაცვა და დამატენიანებლები.
6. სქესობრივი აქტის შემდეგ არის ასეთი პრობლემა – რომელსაც ჰქვია პოსკოიტალური ცისტიტები. სქესობრივი კავშირის დამყარებამდე ორივე პარტნიორმა უნდა მიიღოთ შხაპი, შემდეგ კი ავდგეთ მოვშარდოთ და დავლიოთ რამდენიმე ჭიქა წყალი.
7. თუ ურთიერთობა დღის განმავლობაში ხშირია, გამოიყენეთ წყალზე დამზადებული ლუბრიკანტი, რადგან ვაგინალური მიკრობიოდა არ დაირღვეს და თავი დავიცვათ აღმავალი ინფექციისაგან“, – გვირჩევს მადონა ჯუღელი.