მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში საქართველოში არსებულ ამინდდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:
“აგვისტოს პირველი კვირა საქართველოში არასტაბილური იქნება, დასავლეთში ყველგან, აღმოსავლეთში კი ზოგან პერიოდულად ხანმოკლე წვიმა იქნება და ძირითადად მოღღუბლული ამინდი.
ტემპერატურა +40 გრადუსი აღარ დაფიქსირდება, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ მნიშვნელოვნად აგრილდება.
მაღალი ტენიანობის და პერიოდულად მოსალოდნელი ხანმოკლე წვიმის გავლენით, სანაპიროზე სიცხე უფრო შემაწუხებელი იქნება ვიდრე სასიამოვნო”, – წერს კობა ფარტენაძე.