„რუსთავი 2“ ის გადაცემა „შუადღე“ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას ბებიას, იამზე ხვიჩავას ესტუმრა და საოცარი სითბოთი, თავმდაბლობით და იუმორის გრძნობით გამორჩეული ქალბატონი გაგვაცნო.
როგორც ხვიჩას ბებია აცხადებს, ზაფხულის მოსვლა მისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რადგან შვილები და შვილიშვილები სტუმრობენ.
„ყველა შვილის და შვილიშვილის მადლიერი ვარ. ამათით ვცხოვრობ… აბა რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას… შვილი რომ გეღუპება, მაშინ ყველაფერი კვდება.
მსოფლიოში აღიარებული შვილიშვილი მყავს. სიხარული როგორ არ მაქვს, მაგრამ რომ მახსენდება ჩემი გარდაცვლილი შვილი არაფერს ხედავს, იქ იყოფა ყველაფერი…
დამიანე მამამისია მეორე. რაც მამამისი იყო, ის არის ზუსტად.
ხვიჩა ძალიან პასუხისმგებლიანი იყო. ვარჯიშზე წასვლის წინ, 1 საათით ადრე ყველაფერი უნდა ჰქონოდა თავის ადგილზე მოწესრიგებული.
თუ ასეთ წარმატებას მიაღწევდა ნაღდად არ ვიფიქრებდი. ფეხბურთი ისე უყვარდა, უნდა ყოფილიყო რაღაც, მაგრამ ამხელაზე რომ ავიდოდა ნამდვილად არ ვიცოდი.
ჩემი მეზობლები ქალები მოდიან და ჩემთან უყურებენ ხოლმე ფეხბურთს. რა დღეში არიან ხოლმე, ისე განიცდიან… ხვიჩას თამაშის შემდეგ დაიწყეს ფეხბურთის ყურება“, – ამბობს იამზე ხვიჩავა.