რა თანხა მიიღო ჯასტინ ტიმბერლეიკმა თბილისში გამართული კონცერტისთვის

თბი­ლის­ში გა­მარ­თულ­მა ჯას­ტინ ტიმ­ბერ­ლე­ი­კის კონ­ცერ­ტმა სრუ­ლი ანშლა­გის ფონ­ზე ჩა­ი­ა­რა – ღო­ნის­ძი­ე­ბას 55 000-მდე ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრო.

კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრ თი­ნა­თინ რუ­ხა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ მოვ­ლე­ნის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს 20 000-მდე ტუ­რის­ტი ეწ­ვია.

“ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი” და­ინ­ტე­რეს­და იმ ფი­ნან­სუ­რი დე­ტა­ლე­ბით, რაც ღო­ნის­ძი­ე­ბას, მის მთა­ვარ ვარ­სკვლავ­სა და თან­მდევ პრო­ცესს ახ­ლდა.

სა­შუ­ა­ლო გა­მოთ­ვლე­ბით, ღო­ნის­ძი­ე­ბი­დან გა­ყი­დუ­ლი ბი­ლე­თე­ბის სა­ერ­თო შე­მო­სა­ვალ­მა, სულ მცი­რე, 11 მლნ აშშ დო­ლარს მი­აღ­წია

გამოცემა Celebrity News-ის მიხედვით, ტიმბერლეიკმა თბილისში გამართული კონცერტისთვის, ჰონორარის სახით, 2-დან 5 მლნ აშშ დოლარამდე მიიღო, ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იყო კონტრაქტის პირობებზე – ბილეთების გაყიდვაზე, დასწრების რაოდენობასა და მსგავს დეტალებზე.

11 აპრილს, გამოცემა Bgnes-ი წერდა, რომ ტიმბერლეიკის კონცერტისთვის ბილეთები საქართველოსთვის რეკორდულად სწრაფ დროის მონაკვეთში გაიყიდა.
ინფორმაციისთვის, ჯასტინ ტიმბერლეიკმა სადებიუტო ალბომი 2002 წელს გამოუშვა სახელად Justified, რომლის 7 მლნ-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. 44 წლის მომღერალი 10 „გრემის“ ჯილდოს მფლობელი და „ოსკარის“ ნომინანტია.

წყარო: bpn.ge

საინტერესოა

სიახლეები