ყაზანის რუბინის ყოფილმა ნახევარმცველმა, ოლეგ შატოვმა ხვიჩა კვარაცხელიას გვერდით გატარებული პერიოდი გაიხსენა. ისინი თანაგუნდელები იყვნენ 2020-2021 წლებში
“კვარაცხელია იყო გიჟურად ინდივიდუალისტი ფეხბურთელი, რომელიც ორ-სამ მოწინააღმდეგეს ატყუებდა მარტივად, თუმცა ძალიან მაღიზიანებდა ფაქტი, რომ ის გუნდზე არ თამაშობდა. ხვიჩას გამო დაცვაში სირბილი მიწევდა. რაც შეეხება მის დადებით მხარეებს, ფეხბურთი ძალიან უყვარს.” – განაცხადა შატოვმა.