ახლახან სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა – გარდაიცვალა „მთავარი არხის“ ოპერატორი, თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის სტუდენტი, ნინი ლომიძე.
ნინო ლომიძეს ოჯახის მეგობრები და კოლეგები სოციალურ ქსელში, საჯაროდ ემშვიდობებიან და მასთან დაკავშირებით ემოციურ ავრცელებენ.
„მართლა არ მჯერა, რომ ამას ვწერ. ნათელში იყავი მოუსვენარო და ახლის მაძიებელო ხვლიკო. ძალიან გვაწყენინე ყველას. ძალიან კარგი იყო შენთან ერთად მუშაობა და შენთან ერთად გატარებული ზაფხული. ძალიან, ძალიან დააკლდები დედამიწას შენი მოუსვენარი ხასიათით და ულამაზესი კადრებით.
მშვიდად განისვენე კოლეგა“, – წერს ირინე ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.