„ჩემს შესახებ გაიჟღერა ჭორებმა, რომელიც მე მაწუხებს და საზოგადოებასაც…მინდა წერტილი დავუსვა“ – რაზე ისაუბრა ლუკა კურტანიძემ “ნოესთან”?

მსოფ­ლი­ოს და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი, ასევე ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ლუკა კურ­ტა­ნი­ძე გადაცემის „ნოესთან“ სტუმარი იყო, რომლის ეთერში პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

სპორტსმენის თქმით, მის შესახებ ჭორმა გაიჟღერა, რომლის შესახებაც სიმართლის თქმა სურს.

„გაიჟღერა ჭორმა, რომ მე ძმაკაცის ქალიშვილს შევხედე და შევიყვარე ეს ადამიანი. მინდა ერთი რამ გითხრათ, რომ სოფო მეფარიშვილი, რომელიც მე გავიცანი არის ტიკტოკერი, ღირსეულ ვიდეოებს დებს.

მე ხორვატიაში ვიყავი და იქ ვნახე ადამიანი, რომელიც პოპულარიზაციას უწევს ქართულ სულს, ეროვნულ ღირებულებებს. იქ ვთქვი, რომ მე ამ ქართველ გოგოს აუცილებლად გავიცნობდი. პირველი რაც გავაკეთე საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, მოვძებნე ეს გოგო, გავიცანი, რამდენიმე ხნის შემდეგ კი ოჯახში მივედი, მშობლებთან, ღირსეული ადამიანები არიან“, – ამბობს ლუკა კურტანიძე.

საინტერესოა

სიახლეები