4 თვეში საქართველოდან ₾121 მლნ-ის ფულადი გზავნილი გადაირიცხა – რომელ ქვეყნებში იგზავნება ყველაზე მეტი თანხა?

2025 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ თითქმის 5%-ით მეტი 32 მლნ დოლარი გაიგზავნა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს ოთხი თვეში საქართველოდან თითქმის 5%-ით არის გაზრდილი გადარიცხული თანხის მოცულობა და 121 მლნ დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება ქვეყნებს, იანვარ-აპრილში ყველაზე მეტი თანხა 23.4 მლნ დოლარი საქართველოდან თურქეთში გაიგზავნა, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი 16.6 მლნ დოლარით, მესამე ადგილს რუსეთი იკავებს 14.1 მლნ დოლარით.

ბოლო ხუთ წელში საქართველოდან გადარიცხული თანხა:

  • 2024 წელი – 378 მლნ დოლარი;
  • 2023 წელი – 356.5 მლნ დოლარი;
  • 2022 წელი – 343.5 მლნ დოლარი;
  • 2021 წელი – 316.8 მლნ დოლარი;
  • 2020 წელი – 246.8 მლნ დოლარი;

წლიურ ჭრილშიც ყველაზე მეტი თანხა საქართველოდან თურქეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში იგზავნება. რაც შეეხება გზავნილებს, აპრილში საქართველოში 295.5 მლნ დოლარი (814 მლნ ლარი) გადმორიცხეს, წლიური ზრდა 6%-ია.

საინტერესოა

სიახლეები