სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა დასრულდა.
მოლაპარაკებები თითქმის ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
უკრაინულ გუნდს თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობდა, ხოლო რუსულ მხარეს – კრემლის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი. შეხვედრას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი უძღვებოდა.