სტამბოლში, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დასრულდა.
Reuters-ის ცნობით, რუსეთის დელეგაციამ მოითხოვა, უკრაინამ გაიყვანოს ჯარები თავისივე ტერიტორიიდან – დონეცკი, ლუგანსკი, ზაპოროჟიე და ხერსონი.
წყაროების ცნობით, მოლაპარაკებები დასასრულს მაშინ მიუახლოვდა, როცა რუსეთმამოითხოვა უკრაინის ჯარების გაყვანა დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებიდან.
დიპლომატების აზრით, რუსეთის ეს წინადადება სრულიად არარეალისტურია და ცდება ყველა ადრინდელ მოთხოვნას.
მანამდე, აშშ-ის სახელწიფო მდივანმა, სტამბოლში ჩასვლისას განაცხადა, რომ უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებისგან დიდი მოლოდინები არ ჰქონდა.